რეგიონი

ფოთის საკრებულოს ფრაქციენმ-ს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ფრაქციის წევრებმა კენჭისყრის შედეგად თანაამდებობიდან გადააყენეს

ფოთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე პაატა ჩაგანავა ფრაქციის წევრებმა კენჭისყრის შედეგად დაკავებული თანაამდებობიდან გადააყენეს.

ფრაქცია .”ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით ხომერიკის თქმით, დარეჯან ცხვიტარიამ ფრაქციის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადაყენებაზე განცხადება, ფრაქციასთან შეუთანხმებლად გააკეთა. მისივე თქმით, დარეჯან ცხვიტარიას ბოლო ორი წელის განმავლობაში ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ფრაქციაში აუცილებელია ორგანიზებული მუშაობა, იმისთვის რომ ეფექტურები ვიყოთ საკრებულოს სხდომებზე და აქ რამხელა როლი ენიჭება ფრაქციის თავმჯდომარეს ყველასთვის გასაგებია. ორი წელია ეს ქალბატონი არის ფრაქციის თავმჯდომარე, მაგრამ ერთი დღითაც ვერ მოიცალა ფრაქციაში მუშაობისათვის. ჩვენთვის ცნობილია მისი არაერთი არაკორექტული გამონათქვამები, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია, ორი წელი ვითვალისწინებთ ამ ქალბატონს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან გაცხადება გააკეთა ფრაქციის სახელით, ფრაქციის უმრავლესობასთან შეუთანხმებლად, მივწერეთ მას, ჩაინიშნეთ ფრაქციის სხდომა, ვთხოვეთ რომ ჩამოსულიყო, რათა გვესაუბრა ამ თემებზე, თუმცა აქაც იგნორი მივიღეთ. შეიკრიბა ფრაქცია და ხმათა უმრავლესობით განხორციელდა ცვლილებები. იგივე შემიძლია ვთქვა მის მოადგილესთან, პაატა ჩაგანავასთან დაკავშირებით, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ის ვერ ახერხებდა ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობას და იგივე მიზეზით იქნა გადაყენებული“,- განაცხადა ” ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დავით ხომერიკმა.

თავის მხრივ დარეჯან ცხვიტარია ფრაქციის წევრების გადაწყვეტილებას “ბოლშევიკურ სასჯელს”უწოდებს.

“დიახ, გადაგვაყენეს. ისინი იყვნენ ექვსნი, ჩვენ კი ხუთნი. კომუნისტურ რეჟიმს მოვსწრებივარ, ხუნტასაც და ჩემი პრინციპებისთვის არ გადამიხვევია. ეს გადაწყვეტილება იყო მათგან გამოცხადებული ბოლშევიკური სასჯელი. მე ვერ შევეგუები მათ არასწორ მმართველობას.”- აცხადებს საკრებულოს წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” დარეჯან ცხვიტარია.

მსგავსი პოსტები

Back to top button