სპორტი

პეისერსმა ბითაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ინდიანა პეისერსის გადაწყვეტილებით 22 წლის ქართველ ცენტრს თანამშრომლობას კიდევ ერთი სეზონით გაუხანგრძლივებენ.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე ინდიანაში უკვე მე-3 წელია ირიცხება, ხოლო მისი დარჩენა პეისერსში 2022-23 წლების სეზონში, სრულად კლუბის ნებაზე იყო დამოკიდებული.

პეისერსს საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად დრო 1 ნოემბრამდე ჰქონდა, თუმცა, რამდენიმე დღით ადრე
ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქართველ კალათბურთელთან კიდევ ერთი სეზონით ითანამშრომლებს.

კონტრაქტის თანახმად, ბითაძე მომავალ სეზონში გარანტირებულ 4.76 მილიონ დოლარს მიიღებს. გოგა ერთადერთო იყო ინდიანაში, ვისთან დაკავშირებითაც კლუბს აღნიშნული ექსკლუზიური ნებართვის გამოყენება შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ გოგა ინდიანაში უკვე მე-3 სეზონია ირიცხება, თუმცა, სტაბილურ სათამაშო დროს ჯერაც ვერ იღებს. გასულ სეზონში მან 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 12.5 წუთში 5.1 ქულა და 3.3 მოხსნა დააგროვა.

მიმდინარე სეზონში ინდიანამ 7-დან 6 მატჩი წააგო, ბითაძემ მონაწილეობა მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მიიღო. 31 ოქტომბერს პეისერსი შინ ტორონტოსთან 94:97 დამარცხდა, გოგამ კი მოედანზე 10 წუთი გაატარა და ანგარიშში 2 მოხსნა, თითო-თითო პასი და დაფარება ჩაიწერა.

ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა, რაც გუნდის ისტორიაში დიდი ხანია არ მომხდარა, მომდევნო მატჩს კლუბი 2 ნოემბერს სან ანტონიო სპურსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button