მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტის “თამაში” მარცვლეულის შეთანხმებასთან ცინიკურია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის “თამაში” მარცვლეულის შეთანხმებასთან ცინიკურია.

“პუტინის თამაში მარცვლეულის შეთანხმებასთან ცინიკურია. სატვირთო გემებს თავისუფალი გასვლის საშუალება მხოლოდ პუტინის გამო არ ეძლევათ. რუსეთი გლობალურ შიმშილს ამძაფრებს”, – ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

5 სექტემბერს უკრაინამ უკუაგდო თურქეთის წინადადება იმის შესახებ, რომ კიევმა უნდა შეარბილოს თავისი პოზიცია შავი ზღვის მარცვლეულის გარიგების განახლების საკითხში. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა მხარს არ დაუჭერს მოსკოვისთვის სანქციების შემსუბუქების ან მისი „დაშოშმინების“ პოლიტიკას.

„ბოლოს და ბოლოს ვიყოთ რეალისტები და შევწყვიტოთ დისკუსიები არარსებულ ვარიანტებზე, მით უმეტეს – რუსეთის წაქეზება შემდგომი ბოროტმოქმედებებისკენ,“ უთხრა პოდოლიაკმა Reuters-ს. ეს განცხადება მან გააკეთა, როცა ჰკითხეს კომენტარებზე, რომლებიც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა გააკეთა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. პუტინმა და ერდოანმა 4 სექტემბერს სოჭში გამართეს შეხვედრა, მაგრამ ვერ მორიგდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე.

თურქეთის გაზეთ Milliyet-თან ინტერვიუში ერდოანმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისას ვერ დაინახა მშვიდობის დამყარების რაიმე რეალური შესაძლებლობები.

უკრაინა აცხადებს, რომ მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის მთელი ჯარი დატოვებს უკრაინის ტერიტორიას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება თურქეთის ძალისხმევას „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ცვლილებები არ მოჰყოლია, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

“მივესალმებით თურქეთისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, დაარწმუნონ რუსეთი, რომ შეთანხმებას დაუბრუნდეს. ჩვენ ვთანამშრომლობთ გაერო-სთან და თურქეთთან, რომლებიც მუშაობდნენ იმისთვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შესაძლებელი და ეფექტური ყოფილიყო,”-აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მადლობა გადაუხადა თურქეთს “მისი მნიშვნელოვანი დიპლომატიური და ოპერატიული ძალისხმევისთვის”, რომელიც მიზნად ისახავს ახალი შეთანხმების მიღწევას.

დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლშჩინაზე რუსული თავდასხმის შედეგად 1,5 ათასი ტონა მარცვლეული განადგურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სინელნიკის რაიონის მეჟივსკის თემს დაარტყა. რუსებს მიზანში ფერმა ჰქონდათ ამოღებული.

დნეპროპეტროვსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, რუსეთის გუშინდელი თავდასხმის შედეგად განადგურდა 2 კერძო სახლი და ინფრასტრუქტურული ობიექტიც, გაითიშა ელექტროგადამცემი ხაზი.

შეგახსენებთ გუშინ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, როგორც კი “მოსკოვისთვის მიცემული პირობები შესრულდება”.

17 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს. კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა.

13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას დატოვებს. მან ასევე თქვა, რომ გაერომ ვერ შეძლო საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ დაკმაყოფილებულიყო რუსული მხარის მოთხოვნებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button