რეგიონისიახლეები

ფოთში, კორონავირუსი მასწავლებლებს დაუდასტურდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 4 ფოთში დაფიქსირდა.

ინფიცირებულებს შორის ორი მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძის ინფორმაციით, ყველა მათგანი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

“ჩვენს ქალაქში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების დადგენა “, – განუცხადა რადიო თბილისს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.

ამ დროისთვის ფოთში კორონავირუსის 50 შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button