მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ფოთში მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებული დაკავებულია
შსს-ს ფოთის მომსახურების სააგენტოს შენობასთან 43 წლის გურამ ახალაიას მკვლელობისთვის ბრალდებული, გავრცელებული ინფორმაციით ცხელ კვალზე დაკავებულია. შსს-ს ცოტა ხნის წინ მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
მომხდარი ფაქტის მოტივად კი ძმის მკვლელობის გამო შურისძიება სახელდება.
საქმე ეხება 2006 წელს მომხდარ ინციდენტს. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული გურამ ახალაია რამდენიმე წელი საზღვარგარეთ ემიგრაციაში ცხოვრობდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მას მაშინ ესროლეს ნაბადას უბანში,როცა ფოთის საზოგადოებრივ ცენტრში შესულ შვილს ელოდებოდა.