რეგიონი

ფოთში მოსახლეობა ქუჩაში დაყრილ თევზს აპროტესტებს

ფოთში,კოსტავასა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე,სადაც სიახლოვეს თევზის
ქარხანაა, ქაფშიების ქუჩაში გადმოყრის ფაქტები, მაცხოვრებლების თქმით, ხშირად ხდება.

“დღეს იგრძნობოდა საშინელი თევზის სუნი ქალაქში, თოვლი ფოთში არ მოდის და ხამსა მაინც მოვიდეს,ია დავთესე ხამსა ამოსულა.

და სულ რაღაც 2 წუთის შემდეგ ასფალტიანად გაზიდეს სახლებში”,-ასე ეხმიანება მოსახლეობა ქუჩების კვეთაზე გადმოყრილ ქაფშიებს, რომლებიც მათივე თქმით,ამ ლოკაციაზე სისტემატურ ხასიათს ატარებს.

“იმ ტერიტორიაზე, თევზის ქარხანა არის და ნორმალური ადამიანი ვერ იცხოვრებს ( 4 თვის განმავლობაში), სარეცხსაც ვერ ჰფენენ სუნის გამო, ეს რა არის, თქვენ დატვირთული მანქანები უნდა ნახოთ რომ წვეთავს გზადაგზა.

სისტემატური ხასიათი აქვს ამ ყველაფერს, ხან ისეთი დატვირთული მოდის მანქანები გზადაგზა ეყრებათ თევზი,რაც თევზის აუტანელ სუნს იწვევს”,-გვითხრა ფოთის მაცხოვრებელმა.

ქუჩის აღნიშნული მონაკვეთი ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა უკვე მოასუფთავეს

მსგავსი პოსტები

Back to top button