მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ფოთში მოვაჭრეებს ბაზარში არ უშვებენ

ფოთში, ე.წ “პასაჟების” მოვაჭრეებს ტანსაცმლის ბაზრობა დახურული დახვდათ. როგორც ტანსაცმლის რეალიზატორები ამბობენ, ისინი მოსალოდნელი დახურვის შესახებ არავის გაუფრთხილებია და არც მიზეზი განუმარტავთ, ადგილზე მისულებს კი, მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცათ.

როგორც ბაზრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, სავაჭრო სივრცის დახურვის გადაწყვეტილება მათ მიიღეს, რადგან ბაზრის ტერიტორიაზე მისასვლელი სამანქანო გზა ჩახერგილია და ხანძრის შემთხვევაში, მეხანძრეებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ექნებათ.

ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია მოვაჭრეებს მოუწოდებს, გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდონ. ქალაქის მერიისა და ზედამხედველობის სამსახურს კი, მოუწოდებს, მიიღონ ზომები და უზრუნველყონ უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისში ე.წ “პასაჟები” ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა და მოვაჭრეები დღემდე ზარალის კომპენსირების გარეშე არიან დარჩენილები.

მსგავსი პოსტები

Back to top button