კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ფოთში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ფოთში, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელი ნ. ღ. დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული მეტადონის პროგრამაში ჩართული პირებისათვის განკუთვნილ წამალს დოზებს აკლებდა და ყიდდა.
აღნიშნულ ფაქტს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომელები ადასტურებენ, მაგრამ დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებენ.
ნ. ღ 14 ივლისს ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე დააკავეს.
შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 260 – ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს , რაც ნარკოტიკური საშუალების უკანონოდ შეძენა – შენახვას გულისხმობს.