ფოთში ქალის გვამი იპოვეს

ქალის გვამი იპოვეს ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან.
გვამი ნაპირთან ახლოს ნიჩბოსნობის სკოლის სპორტსმენებმა შენიშნეს, რის შემდეგაც ინფორმაცია სამართალდამცველებს და სამაშველო სამსახურს შეატყობინეს.
რა გახდა 50 წლამდე ქალის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზა დააგენს.
გვამი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. უცნობია გარდაცვლილის ვინაობაც. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.