რეგიონი

ფოთში საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ფოთში, ახალ რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ბინაში იმშობიარა და სავარაუდოდ თავიდან მოშორების მიზნით საკანალიზაციო მილში
ჩააგდო.

,,კანალიზაციის მილმა წყალი არ გაატარა მოიყვანეს სპეციალისტი და გაწმენდის დროს ახალშობილი იპოვეს.

ვინ ჩაიდინა და ან ვინ შეიძლება იყოს მსობელი არ ვიცით. ამბობენ სამი დღის წინ მოხდაო და სხვა არფერი ვიცი,”- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი პოსტები

Back to top button