მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ფოთში შვილიშვილმა ბებია სამზარეულოს დანით მოკლა

ფოთში ახალგაზრდა კაცმა ბებია მოკლა. წინასწარი ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები სამზარეულოს დანით აქვს მიყენებული.

მამაკაცს სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.ა. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button