ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსანს დავით დევნოზაშვილს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილებამ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დღეს მიიღო.

ამავე საქმეზე გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

4 ფოტოგრაფი 2011 წლის ივნისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა საქმეზე საიდუმლო გრიფის არსებობის გამო საზოგადოებამ ვერ გაიგო, ვის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედებოდათ ბრალად დაკავებულებს. რამდენიმეკვირიანი პატიმრობისა და ხმაურიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ბრალის აღიარების სანაცვლოდ ისინი საპროცესო გარიგებით გაათავისულეს. მოგვიანებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ სასამართლომ პირობითი მსჯავრი და ნასამართლობა მოუხსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button