ფოტომახემ ლაგოდეხში ბრაკონიერი დააფიქსირა
მამაკაცი, რომელიც ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა ფოტომახემ დააფიქსირა.
როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში განაცხადეს, სამართალდამრღვევს ჩამოერთვა იარაღი და შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად გადაგზავნილია ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში.
თანამედროვე ტექნოლოგიებს ბრაკონიერობის წინააღმდეგ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს.