რეგიონი

ფოცხო-ეწერის დასახლებაში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

წალენჯიხის მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ცნობით, სტიქიის შედეგად ხეები და ელექტრობოძებია წაქცეული.

ფოცხო-ეწერის დასახლებაში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, ასევე სოფელ საჩინოში ელექტრობოძებია წაქცეული, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს დენის მიწოდება შეუწყდა.

ასევე, ქალაქ ჯვარში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა.

ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. დაზარალებულ მოსახლეობას წყალგაუმტარი ტენტები დაურიგეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button