ფრანგების ორი არჩათვლილი გოლი და რონალდოს დამხობილი რეკორდი
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/06/kriStianu.png)
გუშინ, ევროპის ჩემპიონატზე ე.წ. სიკვდილის ჯგუფის მატჩები გაიმართა. უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქში ჩატარდა.
მატჩი, ევროპის მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებით 3:0 დამთავრდა. პორტუგალიელთა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდომ დუბლი გაიფორმა და საკონტინენტო პირველობების ისტორიაში 11 გოლით საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ლეგენდარულ მიშელ პლატინს გადაუსწრო.
F ჯგუფის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი მიუნხენში, როგორც მოსალოდნელი იყო, სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. თანაბარი ძალების მიუხედავად, ანგარიში ფრანგებმა გახსნეს.
მეორე ნახევარში გულშემატკივარმა ფრანგების მიერ გატანილი კიდევ 2 გოლი იხილა. კილიან მბაპეს და ქარიმ ბენზემას ულამაზესი გოლები, თამაშგარე მდგომარეობის გამო, მატჩის მთავარმა არბიტრმა არ ჩათვალა.
როგორც ჩანს, ურთულესი ჯგუფიდან პლეი-ოფში გასვლა ეროვნული ნაკრებებისთვის საკმაოდ რთული ამოცანა იქნება.