მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-იანი ბარიერის წინააღმდეგ გამოდის

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერი იქნება. აღნიშნულ ინიციატივას არ ეთანხმება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, რის თაობაზეც დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ისაუბრა.

მისი განცხადებით, ინიციატივა, რომელიც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაისვა, მეორე მოსმენით განსახილველი საკითხი არ არის.

“აქამდე აღნიშნული საკითხი არც ერთ სტადიაზე არ განხილულა. ჰგავს იმას, რომ ვიღაცას მოუნდა და კულუარული გადაწყვეტილება მიიღო. ამ ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური არ არსებობს. მეორე ტური არის ხელისუფლების. გაერთიანებული კანდიდატების წარდგენის შემთხვევაში, ოპოზიციას აქვს შანსი, 40%-მდე შედეგით არჩევნები პირველივე ტურში დაამთავროს“, – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button