მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ფრაქცია “ქართულ ოცნებას” თელავში დეპუტატ გელა სამხარაულის ნათესავი უხელმძღავენელებს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ქართულ ოცნებას” ახალი თავმჯდომარე ყავს.
თერთმეტკაციან ფრაქციას ” ქართული ოცნება-მრეწველები” ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა ყოფილი თავმჯდომარე, ალექსანდრე შათირიშვილი უხელმძღვანელებს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მმართველი პარტია მას საკრებულოს თავმჯდომარედ მოიაზრებს. შათირიშვილი ფრაქციის ხელმძღვანელად არჩევას ადასტურებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეობის შესახებ, წინასწარ კონსულტაციებს უარყოფს.

” ფრაქციას ნამდვილად ვუხელმძღვანელებ, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარეობის შესახებ, არანაირი კონსულტაცია და მინიშნება არ ყოფილა. ვიღაც ხომ უნდა ჩადგომოდა ფრაქციას სათავეში”- განაცხადა შათირიშვილმა.

ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან ლილუაშვილის კახეთის გუბერნატორის მოადგილედ გადაყვანის შემდეგ განთავისუფლდა.

2017 წლამდე, ალექსანდრე შათირიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.
ყოფილი გამგებელი, პარლამენტის დეპუტატის, გელა სამხარაულის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა.
სამხარაულის ცოლის ძმაა, საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძეც, რომელიც თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში, მრეწველების სიით მოხვდა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდეგი სხდომა, 10 ივნისს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button