სპორტი
ფრე, იტალიის ჩემპიონატის მთავარ მატჩში და უკმაყოფილო სიმონე ინძაგი

მილანის ინტერმა მთავარ შეხვედრაში იუვენტუსს უმასპინძლა და ფრე ითამაშა.
მასპინძლებმა გოლის გატანა პირველივე ტაიმში შეძლეს და შემდეგ
დაცვაში ჩადგნენ.
მიუხედავად ამისა, ბებერმა ქალბატონმა შეხევდრის მიწურულს წონასწორობის აღდგენა შეძლო, რამაც ინტერის მთავარი მწვრთნელის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამას კი წითელი ბარათი მოყვა და ინძაგი მოედნის მიღმიდან გააძევეს.
ინტერის კარში, 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვოდეოკონტროლის გადამოწმების შედეგად დაინიშნა, რასაც გოლი მოყვა და მილანელებმა 2 ქულა დაკარგეს.
იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტური შუა კვირაში გაიმართება. 27 ოქტომბერს იუვე სასუოლოს უმასპინძლებს, ინტერი კი ემპოლის ესტუმრება.