სპორტი

ფრენკ რიბერი იტალიურ სალერნიტანაში ითამაშებს

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ფრენკ რიბერი კარიერის გაგრძელებას იტალიურ კლუბში გეგმავს. 38 წლის რიბერი უკვე სალერნიტანას წევრია და გუნდმა ის თავისუფლი აგენტის სტატუსით დაიმატა.

„სტადიო არეკიზე“ კლუბის 2021-2022 წლების სეზონის პრეზენტაციაზე ფრანგი შემტევი 7 ნომრიანი მაისურით გამოჩნდა. 13000 მაყურებელს სხვა ფეხბურთელებთან ერთად რიბერიმაც მიმართა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა გუნდს სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმაროს.

„ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს – გადარჩენა. მაქსიმუმს გავაკეთებ ყველა თქვენგანისთვის და კლუბისთვის”, – თქვა რიბერიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანკ რიბერიმ ბოლო ორი სეზონიც იტალიაში გაატარა. ფლორენციის ფიორენტინაში ფრანგმა შემტევმა 51 მატჩი ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.

რიბერი 2007-2019 წლებში, კარიერის საუკეთესო პერიოდში მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავდა და 425 თამაშში 124-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

მას ბევრ სხვადასხვა კლუბში აქვს ნათამაშევი, როგორც სამშობლოში, ასევე ქვეყნის გარეთ. საფრანგეთის ნაკრებში რიბერიმ 2006-2014 წლებში 81-ჯერ ითამაშა და 16 გოლის ავტორი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button