მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”ყოფილ თანამშრომლებს მოლაპარაკებას სთავაზობს

ამ წუთებში დედოფლისწყაროში, ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილი თანამშრომლები, კომაპანიას საბადოდან ამოღებული ნავთობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გატანის უფლებას არ აძლევენ.

თანმაშრომლების განმარტებით, “ფრონტერამ” შეთანხმება დაარღვია და პროდუქციის რამდენჯერმე რეალიზაციის შემდეგ, დავალიანების დაფარვაზე კვლავ უარს ამბობს.

“ორი წელია დავალინების დაფარვას ვითხოვთ და ამ ხნის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოდიან. ნავთობს იღებენ რეალიზაციას უკეთებენ და ჩვენი ვალი არც ახსოვს. ამ ხნია.მანძილზე, რამდენიმე თანამშრომელი დარდისგან გარდაიცვალა, ერთმა თავიც კი მოიკლა- განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.

დედოფლისწყაროს საბადოს მენეჯერი გიორგი ჯანიაშვილი განმარტავს, რომ “ფრონტერას” ხელმძღვანელობა, ყოფილ თანამშრომლებთან შესახვედრად და სადაო საკითხის მოლაპარაკების გზით გადასაწყვეტად მზად არის.

“ფრონტერას” 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ, ჯამში მილიონამდე ლარს შეადგენს.
განთავისუფლებული თანამშრომლები, აქციებს კომპანიის ეზოსთან და სხვადასხვა ლოკაციაზე, პერმანენტულად ატარებენ.

კუთვნილი ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნით, მათ შესაბამისი სარჩელით სასამართლოს გასულ წელს მიმართეს, თუმცა საქმის განხილვა დღემდე არ დაწყებულა.

საერთაშორისო არბიტრაჟში ნავთობმომპოვებელ კომპანიას დავა მოუგო სახელმწიფომაც

მსგავსი პოსტები

Back to top button