მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

“ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილი თანამშრომლები კახეთში აქციას მართავენ

სახელფასო დავალიანებების გასტუმრებისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილი თანამშრომლები დედოფლისწყაროშიმდებარე ნავთობაზასთან მორიგ საპროტესტო აქციას მართევენ. აქციის მონაწილეების თქმით, 84 თანამშრომლის მიმართ კომპანია “ფრონტერას” 11-თვიანი დავალიანება მართებს, რაც ჯამში 1 მილიონ ლარამდეა.

აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ “კომპანიას მუნიციპალიტეტიდან ამოღებული ნავთობის ტერიტორიიდან გატანის საშუალებას არ მისცემენ”.

აქციის მონაწილეებს ადგილზე “ფრონტერას” თბილისის ოფისის წარმომადგენლები დახვდნენ, თუმცა მათ ტერიტორია ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აღასანიშნავია, რომ ანალოგიური მოთხვონით 6 თებერვალს აქცია გაიმართა “ფრონტერას” თბილისისი სათაო ოფისთანაც.

კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ” თანამშრომლები სამსახურიდან 2019 წლის დეკემბერში დაითხოვა, რასაც წინ უძღოდა მათი გაფიცვა. გაფიცულები მაშინაც კუთვნილ ხელფასს ითხოვდნენ. მათ წერილობითი საყვედური და კომპანიიდან გათავისუფლების ბრძანებები ფოსტით მიიღეს.

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ უკანონოდ გათავისუფლების გამო სასამართლოში უკვე იჩივლეს.

ამერიკული „ფრონტერა“ საქართველოს ბაზარზეა 1997 წლიდან. მისი და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ კახეთის რეგიონში აწარმოებს ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს.

ამჟამად მხარეებს შორის საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” ამერიკული “ფრონტერასგან” მოითხოვს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაკმაყოფილებას და საკონტრაქტო ტერიტორიის 99%-ის დაბრუნებას. თავის მხრივ, “ფრონტერა” მოითხოვს 3.5 მილიარდი დოლარის კომპენსაციას.

მსგავსი პოსტები

Back to top button