“ფსბ-ს სიყალბე და ფაბრიკაცია” – სოფო ნიჟარაძე ფარულ ჩანაწერებზე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე მედიაში გავრცელებულ თითქოსდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მისი საუბრის ჩანაწერს “ფაბრიკაციას” უწოდებს.

აღნიშნულს მომღერალი სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც წერს, რომ გავრცელებული ჩანაწერით მათთვის ღირსების შელახვა და ქვეყნის ტალახში ამოსვლა სურთ.

“ფსბ-ს დამონტაჟებულ სიყალბეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება სრულ სისულელედ მიმაჩნია. გასაგებია რის გაკეთებასაც ცდილობენ, უნდათ ღირსება შეგვილახონ და რაც კიდევ უფრო მძიმეა, ტალახში ამოსვარონ ქვეყნის იმიჯი”, – წერს მომღერალი.

რაც შეეხება ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს, სოფო ნიჟარაძის განმარტებით, ის მისი მეგობარია, რომელიც ძალიან უყვარს.

“ის არის საუკეთესო ჟურნალისტი. ამავე დროს ის ჩემი მეგობარია, მე ის მიყვარს და იმედია ამ ფაბრიკაციამ არ შელახა მისი ღირსება! ვადასტურებ ჩემს სოლიდარობას და მხარდაჭერას “რუსთავი 2″-ის მთელი კოლექტივის მიმართ”, – აღნიშნავს სოფო ნიჟარაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button