ფუკუშიმას მუტირებული გვირილები [Photo]

იაპონიის ატორმურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1“-ის გარშემო რადიაციის დონე კვლავ მაღალი რჩება.

იაპონელები, სოციალურ ქსელებში, ხშირად ანთავსებენ მუტირებული მცენარეებისა და ბოსტნეულის ფოტოსურათებს.

ფოტოგრაფი სან კაიდო საკუთარ Twitter-გვერდზე წერს, რომ „ფუკუშიმა-1“-ის შორიახლოს უცნაური ფორმის მცენარეები იზრდება. მან რადიაციის ფონი გაზომა და ამოჩნდა, რომ მიწიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე, გამოსხივების დონემ 0,5 მიკრო-ზივერტ/საათს მიაღწია.

ექსპერტების ვარაუდით, მცენარეების უჩვეულო ფორმა მაღალ რადიაციას ყოველთვის არ უკავშირდება. გამორიცხული არაა, რომ ყვავილების დეფორმაცია ჰორმონალურ დისბალანსს და ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდება.

შეგახსენებთ, 2011 წლის 11 მარტს, 9-ბალიანი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, რომელიც იაპონიას დაატყდა, „ფუკუშიმა-1“-ის ატომური ელექტროსადგური “Daiichi” ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და ატომური საწვავით რეაქტორის გაციების შესაძლებლობა დაკარგა. ამ ინციდენტმა უზარმაზარი ტერიტორიისა და იაპონიის ზღვის აკვატორიის რადიოაქტიური დასხივება გამოიწვია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”15483″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button