მნიშვნელოვანისიახლეები

კობახიძე ოპოზიციის მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ “აბსურდის თეატრს” უწოდებს

ქართული ოცნება” დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ოპოზიციის მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ “აბსურდის თეატრს” უწოდებს. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლების ოპოენენტების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე მუდმივი აპელირება ერთგვარი ახირება და “პოლიტიკური მახის” დაგების მცდელობაა.

“არავითარი კრიზისი არ არსებობს ისევე, როგორც არ არსებობდა თავის დროზე, ყველაფერი იყო ხელოვნური, ახლაც არის აბსოლუტურად ხელოვნური, თუმცა ამას ხელოვნურ კრიზისსაც ვერ დავარქმევთ. საზოგადოება ხედავს ყველაფერს ისინი ხალხს ვერ აგროვებენ და ცდილობენ მიმართონ ისეთ ფორმას, რომელსაც ხალხის შეგროვება არ სჭირდება, ეს არის პოლიტიკური მხარე. რაც შეეხება თვითონ მოთხოვნას, მოთხოვნა არის აბსურდული და უკვე სრული აბსურდის თეატრი არის რასაც ჩვენ ვხედავთ.”

რაც შეეხება, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ისინი ცდილობენ ისე წარმოაჩინონ თითქოს ჩვენი მხრიდან არის რაღაც ახირება, მისი არ გადაყვანა, სინამდვილეში ხდება რა, თქვენ წარმოიდგინეთ, 2 კვირაზე მეტია ისინი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას აყენებენ და თქვენ ხედავთ, რომ ორი კვირის განმავლობაში ამ მოთხოვნის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა რატომ უნდა ყოფილიყოო სააკაშვილის ეს ორი კვირა და მეტი სამოქალაქო კლინიკაში ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, აბსურდი.”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ვინმეს ინტერესში იყოს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება.

მამუკა მდინარაძეს უკვირს ოპოზიციის მოთხოვნების – გადაიყვანონ სააკაშვილი საავადმყოფოში, რადგან მისი განმარტებით, მსჯავრდებული პრეზიდენტი უკვე მულტიფუნქციურ კლინიკაშა მოთავსებული, რომელიც პენიტენციურ სისტემას ეკუთვნის.

მსგავსი პოსტები

Back to top button