სპორტი
ფუტსალის ეროვნული ნაკრები დეკემბერში 4 ტესტ-მატჩს გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინ დეკემბერში 4 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ავთანდილ ასათიანის გუნდი 16 და 18 დეკემბერს სერბეთს უმასპინძლებს.უეფას რეიტინგით სერბი ფუტსალელები მეექვსე პოზიციაზე დგანან.მათ კონტინენტის პირველობის საგზური პლეი-ოფში მოიპოვეს
21 და 22 დეკემბერს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ყირგიზეთს დაუპირისპირდება.
ოთხივე შეხვედრას თბილისის ოლიმპიურ სასახლე უმასპინძლებს.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის “დ” ჯგუფს,სადაც საქართველო ითამაშებს,იანვარში მათ 3 შეხვედრა ელოდებათ.
22 იანვარს საქართველო აზერბაიჯანს დახვდება.26 იანვარს ბოსნია-ჰერცოგოვინას ესტუმრება და 29 იანვარს ასევე გასვლაზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.