ფილიპ მორისმა ომეგასთან ურთიერთობა გაწყვიტა

როგორც რადიო “თბილისს” სანდო წყარომ აცნობა, უმსხილესმა სიგარეტის მწარმოებელმა კომპანია “ფილიპ მორისმა” პარტნიორ ქართულ სადისტრიბუციო კომპანია”ომეგასთან” სიგარეტის მიწოდებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაწყვიტა.

წყაროს ცნობით, “ომეგას” მხრიდან არსებულ მარაგზე სიგარეტზე ფასის გაზრდა სწორედ აღნიშნულს უკავშირდება.

რადიო “თბილისის” ინფორმაციით, “ფილიაპ მორისმა” ახალ პარტნიორთან “GD Alcoa  lays” – სთან გააფორმა ხელშეკრულება და მის პროდუქციის იმპორტი საქართველოში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ უნდა მოახდინოს.

“ომეგა”კი “ფილიპ მორისთან” სასამართლოში დავობს.

რადიო “თბილისი “ეცადა “ომეგას” წარმომადგენლობასთან დაკავშირებას, თუმცა აღნიშნულ კომპანიაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

სიგარეტების “პარლამენტ”-ის, “მარლბორო”-ს, “ჩესტერფილდი”-სა და “ელ ემ”-ის ღირებულება 3 იანვრიდან თითქმის სამმაგად გაძვირდა და აღნიშნულ სიგარეტებზე ფასი 8 დან 12 ლარამდე მერყეობს.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button