ფილიპინების პრეზიდენტმა ევროკავშირს შუა თითი აჩვენა [Video]

ფილიპინების პრეზიდენტმა, როგრიგო დუტერტემ ევროკავშირს ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლის მეთოდების საპასუხოდ ჯანდაბამდე გზა უსაურვა, – იუწყება Aljazeera.

დუტერტემ, ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრის დროს, ევროკავშირი პირფერობასა და ევროპული სახლმწიფოების მიერ ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნების ოკუპაციაში დაადანაშაულა.

“მე წავიკითხე ევროკავშირის განცხადება და ვპასუხობ: ჯანდაბამდე გზა გქონია!”, – განაცხადა დუტერტემ და შუა თითი ასწია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში ფილიპინების პრეზიდენტმა ბარაქ ობამას “ძაღლის შვილი” უწოდა და დაემუქრა, რომ ლაოსის სამიტზე აუცილებლად დაწყევლის. აშშ-ის პრეზიდენტის შეურაცხყოფის მიზეზი ობამას განცხადება გახდა, რომლის თანახმად, იგი ფილიპინებში 2 ათასი ადამიანის მკვლელობის მიზეზის განხილვას აპირებს.

თავად ობამამ დუტერტეს მიერ მიყენებული შეურაცხყოფა მშვიდად მიიღო და მას “კოლორიტული პერსონაჟი”, უწოდა, თუმცა დაემუქრა, რომ ლაოსის სამიტს გადადებდა. მოგვიანებით ფილიპინების პრეზიდენტმა ობამას ბოდიში მოუხადა და ისინი 7 სექტემბერს ლაოსში ერთმანეთს მაინც შეხვდნენ, ხოლო რამდენიმე დღის წინ დუტერტემ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენზე მსგავსი არაფერი უთქვამს.

მსგავსი პოსტები

Back to top button