ფილიპინელმა მეთევზემ 100 მილიონ დოლარად შეფასებული მარგალიტი იპოვა [Photo/video]

რიგითი ფილიპინელი მეთევზე – რიკი კონგი ისეთი გიგანტური მარგალიტის მფლობელი გახდა, რაც კი ჩვენს პლანეტაზე ოდესმე უპოვნიათ. მისი სიგრძე 70 სანტიმეტრს, ხოლო წონა 34 კილოგრამს შეადგენს. წინასწარი შეფასებით, მარგალიტი 100 მილიონი ამერიკული დოლარი ღირს. წინა რეკორდი 1939 წელს ნაპოვნ მარგალიტს ეკუთვნის, რომელიც 14 კილოგრამს იწონის, – იუწყება Palawan News.

სააგენტოს ინფორმაციით, გიგანტური მარგალიტი კუნძულ პალავანის სანაპიროსთან 10 წლის წინ იპოვეს. თევზაობის დროს ნავის ღუზას უზარმაზარი მოლუსკი წამოედო. კონგმა ღუზის გასათავისუფლებლად ჩაყვინთა, ფსკერზე გიგანტური მარგალიტი აღმოაჩინა, სახლში მიიტანა, საწოლის ქვეშ განათავსა და იქ 10 წელი ინახავდა.
მეთევზემ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა ფასეულობას წარმოადგენდა ნაპოვნი მარგალიტი, იგი კეთილ თილისმად აქცია, ზღვაში გასვლამდე ეხებოდა და იღბლიან დღეს შესთხოვდა.

ძნელი სათქმელია, კიდევ რამდენ ხანს გაგარძელდებოდა მარგალიტის „განდეგილობა“, მეთევზეს ბინის გამოცვლა რომ არ დასჭირვებოდა. კონგმა ზუსტად მაშინ გაანდო თავის დეიდას მარგალიტის საიდუმლო. ქალბატონი ეილინ სინტია მაგეი-ამურაო ტურიზმის სფეროში მუშაობს და ქალაქის მერს ძვირფასი ქვის ისტორია უამბო.
ამჟამად გიგანტური მარგალიტი ქალაქ პუერტა-პრინცესას ატრიუმში ინახება და ექსპერტებს ელოდება, რომლებიც მის საბოლოო ღირებულებას დაადგენენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”41479″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button