ფინანსთა სამინისტრომ ყალბი ფულის დამზადება – გასაღებისთვის მამაკაცი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიები სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება -გასაღების ფაქტი გამოავლინა.

გამოძიების მტკიცებით, დადგენილია, რომ წარსულში ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სპეციალურად მოწყობილი დანადგარის საშუალებით და სხვადასხვა ფერადი ლითონის შენადნობების გამოყენებით, ამზადებდა ერთი ლარის ნომინალური ღირებულების მქონე ყალბ ლითონის მონეტებს, რომელსაც შემდგომში სისტემატურად ასაღებდა საქართველოს მასშტაბით, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, სხვადასხვა ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით.

ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან და ავტომანქანიდან ამოღებულია საერალიზაციოდ გამზადებული ლითონის ყალბი ერთლარიანი მონეტები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მსგავსი პოსტები

Back to top button