ფინეთის მუსლიმთა თემმა რაოდენობით მართლმადიდებლურს გადააჭარბა

ლტოლვილთა მზარდი ნაკადის გამო, ფინეთში მუსულმანები რიცხვობრივად მეორე ადგილზე გავიდნენ და მართლმადიდებლებს გადააჭარბეს.

ამჟამად, ქვეყანაში 70 000 მუსულმანი ცხოვრობს და ლტოლვილთა განუწყვეტელი ნაკადის გამო, მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება, – გადმოსცემს ფინური ტელესამაუწყებლო პორტალი.

ფინეთში 4 მილიონამდე ლუთენარი, 61 ათასი მართლმადიდებელი, 18 ათასი “იეღოვას მოწმე”, 15 ათასი “თავისუფალი ეკლესიის” მიმდევარი და 13 ათასი კათოლიკე ცხოვრობს. კიდევ 1,3 მილიონი ადამიანი რელიგიას საერთოდ არ მისდევს.

ფინეთის ლტოლვილთა მიღებისა და განთავსების ცენტის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში თავშესაფარს უმთავრესად საერო მუსლიმები ითხოვენ. ისინი ხშირად სტუმრობენ ადგილობრივ კაფე-ბარებს, მაგრამ ალკოჰოლურ სასმელებს არ ეტანებიან, ვინაიდან დღესასწაულების აღსანიშნავად, არასაკმარის შემწეობას იღებენ, სულ 93 ევროს თვეში ანუ 3 ევროს დღეში.

შეგახსენებთ, რომ მარტო 2015 წელს, ფინეთმა 23 000 ლტოლვილი შეიფარა. დევნილები, უმთავრესად, ერაყისა და ავღანეთის მკვიდრნი არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button