პინგვინი მეგობარ მეთევზეს ანტარქტიდიდან ბრაზილიაში ეწვია [Video]

არქტიკული ფრინველის ერთგულების გასაოცარმა ამბავმა მსოფლიო შეძრა! პინგვინმა 5000 მილი გადაცურა, რათა თავის მსხნელს – 71 წლის ბრაზილიელ ჟუან პარეირა დე სუზაც შეხვედროდა, – წერს გამოცემა The Wall Street Journal.

5 წლის წინ მეთევზემ სანაპიროზე ნავთობში ამოსვრილი და შიმშილით დაუძლურებული პინგვინი იპოვა. იგი ჟუანმა სახლში წაიყვანა, საპნითა და ჯაგრისით გაასუფთავა, გამოკვება, ჯინგჯინგი დაარქვა, შემდეგ კი ოკეანეში გაუშვა.

სახლში დაბრუნებისას, მაგელანური პინგვინი მეთევზეს ისევ ზღურბლთან დახვდა და მას შემდეგ საკუთარ მხსნელთან თბილ სანაპიროზე დასახლდა. ინსტინქტის თანახმად, ფრინველი ყოველ წელს გამრავლებისთვის სამხრეთში მიგრირებს, მაგრამ ყოველთვის მეზღვაურის სახლის ზღურბლთან ბრუნდება და 8 თვეს მასთან ერთად ატარებს.

პარეირა დე სუზა გასაოცარი ერთგულების ისტორიას 2011 წლიდან აკვირდება. მეზობლების ინფორმაციით, იგი ჯინგჯინგს, როგორც საკუთარ შვილს, ყოველთვის დიდი მოუთმელობით ელის.

მსგავსი პოსტები

Back to top button