Pink-ს ვაჟი შეეძინა [Photo/Video]

37 წლის ამერიკელი პოპ-როკ მომღერალი Pink-ი დედა მეორედ გახდა. მან ინფორმაცია ბიჭის შეძენის შესახებ საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა და ფოტოსურათებიც დაურთო. ბავშვს ჯეიმისონ მუნ ჰარტი დაარქვეს.

როგორც ცნობილია, Pink-სა და მისი მეუღლეს – მოტომბროლელ კერი ჰარტს უკვე ჰყავთ 5 წლის ქალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ალიშა ბეთ მური (Alecia Beth Moore; დ. 8 სექტემბერი, 1979. დოილსტაუნი, პენსილვანია, აშშ), ცნობილი თავისი პროფესიული ფსევდონიმით პინკი (Pink, ხშირად იწერება P!nk) — 3 Grammy-სა და 5 MTV Video Music Awards-ის ჯილდოს მფლობელი ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და პროდიუსერია, რომელიც 2000-იან წლებში გახდა ცნობილი.

[print_gllr id=50263]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button