პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები გავრცელდა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების კიდევ ერთი შემთხვევა: მასალა ამჯერად ჰაკერმა და ორგანიზაცია „ამბრელას” დამფუძნებელმა, ლუკა ფეიქრიშვილმა სოციალურ ქსელში მიიღო. 

ფეიქრიშვილმა პოლიციას მიმართა. სამართალდამცველი უწყებები მის სახლში გვიანობამდე მუშაობდნენ, შემდეგ კი ფეიქრიშვილი დასაკითხად მთავარ პროკურატურაში გადაიყვანეს. 
საგამოძიებო უწყებაში ფეიქრიშვილი თითქმის ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწები გაზეთ „ქრონიკა პლუსის” რედაქტორმაც მიიღო.  ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში გაგზავნილი მასალა საგამოძიებო უწყებას წარუდგინა.  კილაძის განცხადებით, ინტერნეტში გავრცელებული ფარული ჩანაწერების დაბლოკვა და მისი გამავრცელებლის იდენტიფიცირება შესაძლებელია.  გაზეთ „ქრონიკა პლუსის” რედაქტორი საგამოძიებო უწყებებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button