მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები

პირბადე მნიშვნელოვანია – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელ ხალხს უნდა გაუგზავნოს სწორი შეტყობინება, რომ პირბადის ტარება მნიშვნელოვანია.

„მიხარია, როგორც ჩანს, პრეზიდენტი უკეთაა. იმედი მაქვს, ის ამერიკელ ხალხს სწორ შეტყობინებას გაუგზავნის, რომ პირბადე მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრი დატოვა და თეთრ სახლში დაბრუნდა. მას ვერტმფრენიდან გადმოსვლისას და თეთრი სახლის კიბეზე ასვლისას პირბადე ეკეთა, თუმცა ფოტოების გადაღების წინ პირბადე მოიხსნა და ჯიბეში ჩაიდო.

იქამდე, კორონავირუსზე ტესტი თავად ბაიდენსა და მის მეუღლეს გაუკეთდა და ის უარყოფითი იყო.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ ჯილს და მე კორონავირუსი არ დაგვიდასტურდა. ატარეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია და დაიბანეთ ხელები“ – წერდა ბაიდენი “ტვიტერში”.

მსგავსი პოსტები

Back to top button