ფეისბუკი რომელიც რატი გაჩეჩილაძის სახელით ვრცელდება ნიკა გვარამიას ცემაზე წერს

“ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ! ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა. ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში.”  – წერს ფეისბუქის გვერდი, რომელიც რატი გაჩეჩილაძის სახელით ვრცელდება. 

რატი გაჩეჩილაძე წარსულში ბისნესმენისა და პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის ვაჟია.

ცოტა ხნის წინ, ფეისბუკზე ნიკა გვარამიას ყალბი გვერდის ანგარიშიც გამოქვეყნდა, სადაც წერია რომ:

“მინდა ოფიციალური განცხადება გავაკეთო ჩემს დღევანდელ ცემასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქედან რომ აღელვებული ვიყავი, უნდა ვაღიარო რომ გადავაჭარბე, ხელი არ მომხვედრია, არც სხვა რამ )) უბრალოდ როდესაც დავინახე როგორ მოდიოდნენ ის ველურები ჩემსკენ ძალიან დავიძაბე, თვითონ მთხოვდნენ მოეშვიო. ეს იყო ჩემი კომენტარი, ძალინ გთხოვთ საზოგადოებას და საინფორმაციო სააგენტოებს ნუ შეეცდებით ამ თემით სპეკულირებას.” – იტყობინება ყალბი ანგარიში.

დღეს “სამაუწყებლო კომპანია” რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სცემეს.

“დღეს მამა დავასაფლავე და მძიმე ხასიათზე ვარ. მეგობრებმა რესტორან დაინინგ რუმსში წამიყვანეს, ცოტა მდგომარეობიდან რომ გამოვეყვანეთ. შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს. პირობას ვდებ, არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. არც მეტი, არც ნაკლები, საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე. ცალკე რესტორანი გაწეწავს საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება! ” – წერს ნიკა გვარამია ფეისბუკში, რომელიც დღეს მეგობრებთან ერთად დაკითხვაზეც იმყოფებოდა.

ლევან გაჩეჩილაძემ მისი შვილის რატი გაჩეჩილაძის მიერ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტის აღიარებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარი გააკეთა.

„წავიდა პოლიციაში, კომუნიკაცია მქონდა, სახლში იყო და წავიდა, ადამიანური მომენტია, დაინახა და გული აერია, ემოციურად,“ – აცხადებს გაჩეჩილაძე.

კითხვაზე, ფლობს თუ არა ინფორმაციას ლევან გაჩეჩილაძე, რომ მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, პატიმრობას ითვალისწინებს, გაჩეჩილაძე პასუხობს.

„რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის? ემოციის კონტროლი შეუძლებელია იმ განვლილი წლების შემდეგ, რა წლებიც მე და ჩემმა მეგობრებმა და ოჯახმა გაიარა, ნიკა გვარამია ერთერთი სათავე იყო ბოროტების და დღემდე არის, ეს ანგარიშსწორება არ ყოფილა, ანგარიშსწორება არის როცა დაგეგმავ, და როცა შემთხვევით გადაეყრები, ეს სხვა რამე არის, პატარა სილას ააწნი, ეს ანგარიშსწორება არ არის, ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს. უშუალოდ ნიკა გვარამიასგან ნოემბრიდან რომ დაიწყო დღემდე მთავრდება, ცილისწამება, უხეშობა, მილიონი შეურაცხყოფა, ძალადობა ზევიდან, კინოდან რომ დაიწყო და ბოროტად გამოყენება ტელევიზიის. პროკურორის ტყავიდან ვერ გამოვიდა,“ – აცხადებს გაჩეჩილაძე.

ამ განცხადების შემდეგ გაჩეჩილაძეს ვთხოვეთ კითხვაზე პასუხი, უკავშირდებოდა თუ არა ნიკა გვარამიაზე თავდასხმა, რუსთავი 2-ში მის საქმიანობას, რაზეც ის პასუხობს – „მათ შორის რუსთავი 2-ში მოღვაწეობასაც უკავშირდება“. – იუწყება ტელეკომპანია “რუსთავი2”

ნიკა გვარამიაზე თავდასხმა დღეს რესტორან დაინინგ რუმში მოხდა. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button