მნიშვნელოვანისიახლეები

პირბადის გარეშე მგზავრს „მარშრუტკას“ დაატოვებინებენ

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, პირბადის გარეშე მყოფ მგზავრს ტრანსპორტში ყოფნის უფლებას არ მისცემენ.

კომპანიათბილისის მიკროავტობუსიუმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება.

თბილისის მიკროავტობუსი გაცნობებთ, რომ მსოფლიოშიკოვიდ 19“ –ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას. ყოველდღიურად ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოძრაობს დედაქალაქში დღის განმავლობაში, გადის დეზინფექციას.

თბილისის მიკროავტობუსიკიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს დაიცვას მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესები.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button