მნიშვნელოვანისიახლეები

პირდაპირი გამოძახილია იმის, რაც დააანონსა ირაკლი კობახიძემ-ბოკუჩავა ეძგვერაძისა და ნადირაძის დაკავებაზე

ოპოზიცია უკანონო დაკავებებზე საუბრობს

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრის, ირაკლი ნადირაძისა და ირაკლი ეძგვერაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

კოალიციის განცხადებით, მათი დაკავება ირაკლი კობახიძის მიერ წინასწარ დაანონსებული ძალადობის შედეგი და ძალაუფლების შენარჩუნების განწირული მცდელობაა.
“დღეს, ირაკლი კობახიძის მიერ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ, დაკავებულია ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი, ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე.
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას! ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ქართული ოცნება“ ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა.
ესაა ქართული ოცნების განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში.
26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დაასრულებს ამ უკანონობასა და ძალადობას!”, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრი ენმ-ის თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძის დააკავებას ეხმაურება.
“საკრებულოს წევრების ხელების გრეხით გატაცებაა თურმე “არჩევნები”. პოლიციის ველური “ბიძინიზმი” შევიდა აქტიურ ფაზაში, თუმცა ყველას მიაგდებს არჩევნების შემდეგ… დაიმახსოვრეთ…”, – წერს დეკანოიძე.

ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ გლდანში, არის პირდაპირი გამოძახილი იმის, რაც დააანონსა დღეს ირაკლი კობახიძემ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმაურება.
როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ნაცვლად უმუშევრობასთან და სიღარიბესთან ბრძოლისა, გამუდმებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს.
„ირაკლი კობახიძემ დააანონსა ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია ის, რომ 12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება არის მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურება და დევნა. ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ებრძოდეს უმუშევრობას და გაჭირვებას, სიღარიბეს, კატასტროფულად გაზრდილ ფასებს, კლანურ მონოპოლიებს, რომელსაც თავად ისინი ქმნიან, ისინი გამუდმებით ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს. ბუნებრივია, მთავარი სამიზნე, როგორც ყოველთვის, არის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“.
დღევანდელი თავდასხმა ჩვენს ლიდერებზე, მათ შორის ფრაქციის თავმჯდომარეზე, ირაკლი ნადირაძეზე, ასევე, ჩვენი პოლიტიკური პარტიის გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარეზე და საარჩევნო შტაბის უფროსზე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ერთი მხრივ, ივანიშვილი სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს მთავარ კონკურენტს და მეორე, ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ რაიმე სიკეთეზე შეეძლოს პოლიტიკურ გუნდს საუბარი, ისინი კვლავ სთავაზობენ საზოგადოებას დაპირისპირებას, ძალადობას, ქაოსს. უმუშევრობას, გაზრდილ ფასებს, სიღარიბეს, დაჭერებით მუქარებით და დაპირისპირებით პასუხობს ივანიშვილი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ხელისუფლების მიერ ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის უკანონო დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ “ქართული ოცნება” დასუსტებული, შეშინებულია და 26 ოქტომბერს მარცხდება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმაურება.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანი ქართველი ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა.
„მათი ქმედებებიდან კარგად ჩანს, რომ “ქართული ოცნების” ერთადერთი მიზანი ქართველი ხალხის დაპირისპირება და დაყოფაა, თუმცა, ეს ვერ შეაჩერებს ჩვენი გეგმის და ქართველი ხალხის ნების აღსრულებას რომ საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი და თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ.
თავისუფლება ჩვენი გუნდის წევრებს! როცა ერთად ვართ, ვიმარჯვებთ!“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გარდა იმისა, რომ დაკავება სრულიად უკანონოა, არ გვეძლევა საშუალება, გავიგოთ სად არიან , – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ჩალაძემ, რომელიც ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავების ადგილზე მივიდა.
ჩალაძის განცხადებით, ეს არის პირველი ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციაზე მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გააჟღერა.
“ეს არის პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშე, რუსული დაკვეთით დაკავება. ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან, არიან აქტიური პოლიტიკოსები, რუსული ხელისუფლების დაპირისპირებაში მყოფი ოპოზიციის ლიდერები, ჩვენი პარტიის საბჭოს წევრები და თბილისის საკრებულოს წევრები. გარდა იმისა, რომ დაკავება სრულიად უკანონოა, არ გვეძლევა საშუალება, რომ გავიგოთ სად არიან. პოლიცია, როგორც კრიმინალური, ისე საპატრულო, ინფორმაციას მალავს, სად არიან გადაყვანილი, საერთოდ, არიან თუ არა დაკავებულები. ეს არის კლასიკური რუსული მმართველობის სტილი და დაანონსებული რეპრესიების დასაწყისი, რომელიც დღეს ბატონმა კობახიძემ დაგვიანონსა.
შსს-ს განცხადება მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული არის რუსული “ეფესბეს” დაკვეთით. რას გაავრცელებს “ქართული ოცნება,” ეს ნაკლებად საინტერესოა, ფაქტი ერთია, რომ ოპოზიციის ლიდერები სრულიად უკანონოდ, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე არიან დაკავებულები, გატაცებულები და ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, გავარკვიოთ მათი იურიდიული სტატუსი. ჩვენ ვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს იყო კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ პირველი თავდასხმა, ორგანიზებული კრიმინალური პოლიციის მიერ და ძალიან სიმბოლურია, რომ კრიმპოლი ჰქვია იმ ხალხს, ვინც ისინი დააკავა” , – განაცხადა ჩალაძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button