მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის 1-ელ კვარტალში 165,4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის 1-ლი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41,7 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button