მნიშვნელოვანირეგიონი

პირი, რომელმაც ორი ძაღლი ჩამოახრჩო ვალერი გელაშვილია

პირი რომელმაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის ტყეში ორი ძაღლი ჩამოახრჩო იდენტიფიცირებულია.

ის ამავე სოფელში მცხოვრები ვალერი გელაშვილი აღმოჩნდა. გელაშვილი ამბობს, რომ ორივე ძაღლი მისი იყო და ამ გადაწყვეტილებამდე მეზობლებმა მიიყვანეს, რომლებიც გამუდმებით საყვედურობდნენ, რომ მისი ძაღლები შინაურ ფრინველს ანადგურებდნენ. ვალერი გელაშვილის თქმით, ძაღლები რამდენიმე დღის წინ სოფლიდან მოშორებით ქუჩაში გაუშვა იმ იმედით, რომ უკან აღარ დაბრუნდებობდნენ, თუმცა გაშვებიდან ორი დღის შემდეგ შინაური ცხოველები კვლავ მასთან დაბრუნდნენ. ამის შემდეგ კი ძაღლები ტყეში წაიყვანა და ხეზე მავთულით ჩამოკიდა.

მომხდარი მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ერთ-ერთმა ტურისტმა ნინიგორის ტყეში ჩამოხრჩვალი ძაღლების ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას და ისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან ჯარიმით. ძაღლების წამებით მოკვლაში ბრალდებული პირი არ არის დაკავებული. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გავითხრეს, რომ გამოძება გრძელდება.

 

ამ თემაზე 👇

ჩამომხრჩვალი ძაღლები ლაგოდეხში – სავარაუდო დამნაშავე 40 წლამდე მამაკაცია

მსგავსი პოსტები

Back to top button