მნიშვნელოვანისიახლეები

პირობას ვდებთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე-კალაზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძე მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე უსახლკარო თბილისელების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამაზე ისაუბრა

400-მდე ოჯახი, რომელსაც დღეს უსახლკაროს სტატუსი აქვს უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი სახლებით – პირობას ვდებთ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მერია დღეს საცხოვრებელ ფართს 8 უსახლკარო ოჯახს გადასცემს, ხოლო მთელი წლის განმავლობაში, დაახლოებით 60 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებელი.

“ჩვენ არჩევნების დროს დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ეს ეხება უსახლკარო თბილისელებს, რომლებსაც არ აქვთ საცხოვრებელი ფართები და ჩემი და ჩემი გუნდის დაპირება იყო, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. ყველა 400-მდე ოჯახი, რომელსაც დღეს აქვს უსახლკაროს სტატუსი უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი ფართებით.

ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს ყველა დაპირებას პირნათლად ვასრულებთ და თანმიმდევრულად მივყვებით იმ გაწერილ პროგრამას და გეგმას, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას.

რამდენჯერმე ხაზი გავუსვი, რომ თებერვლის თვეში ვიწყებდით ამის განხორციელებას. დღეს 8 ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა გითხრათ, რომ წლის განმავლობაში, წელს რამდენიმე ათეული, დაახლოებით 60 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით.

პირობას ვდებთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში არც ერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button