მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
პირველ მაისს კორონავირუსისგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 207–მდე გაიზარდა. ინფორმაციას ვებ-გვერდი stopcov.ge იუწყება.
ამ დროისთვის, კორონავირუსის 566 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5 320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 548 პირი.
გარდაცვლილია 6 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.