სპორტი

პირველ ტურის მატჩებში ეროვნულმა გუნდებმა 3 გოლზე მეტი ვერ გაიტანეს.უეფამ ევრო 2020-ის გუნგური სტატისტიკა გამოაქვეყნა

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის სტატისტიკური ლიდერი გუნდები გამოაცლინა.

ყველაზე მეტი, 3-3 გოლი აქვს გატანილი ნიდერლანდების, ავსტრიის, იტალიის, ბელგიის და პორტუგალიის ნაკრებებს.

გაშვებული გოლების ნეგატიურ სტატისტიკაში ასევე 3-3 გოლით ლიდერობენ თურქეთის, მაკედონიის, უკრაინის, უნგრეთის და რუსეთის ეროვნული ნაკრებები.

ზუსტი შესრულებით გამოირჩევიან: იტალია 8 დარტყმით; 7-7 ზუსტი დარტყმა პირველ ტურში ქონდათ ასევე ნიდერლანდების, პორტუგალიის, ავსტრიის და ჩეხეთის ეროვნულ გუნდებს.

კუთხურების რაოდენობით, ცხრილის სათავეში 12 ერთეულით შვეიცარია დგას. მას მოყვება დანია 9 და იტალია 8 კუთხურით. მოედნის კუთხიდან ჩაწოდებული 6-6 საჯარიმოთი ლიდერებს შორის არიას: ესპანეთი, პორტუგალია, შოტლანდია და ჩეხეთი.

თამაშგარე მდგომარეობაში 4-4-ჯერ აღმოჩდნენ იტალიის, შვეიცარიის, რუსეთის და საფრანგეთის ნაკრებები.

რაც შეეხება მთავარი არბიტრის მიერ ნაჩვენებ ყვითელ ბარათებს, – 3 ჯარიმით ლიდერობს ხორვატიის ნაკრები. აქტივში 2-2 ყვითელი ბარათი აქვთ მაკედინიის, პოლონეთის,ფინეთის, უნგრეთის, თურქეთის და შვეიცარიის ეროვნულ გუნდებს.

უეფა-მ სტატისტიკური მონცემები კიდევ სხვა კატეგორიებშიც გამოავლინა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო აგრძელებს მონაწილე გუნდების მონაცემებზე დაკვირვებას.

რადიო ჰერეთი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა საინტერესო სიახლეს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button