მნიშვნელოვანისიახლეები

პირველად საქართველოს ისტორიაში ვიკრიბებით, არა მხოლოდ ვინც ხმებს მოიტანს, არამედ დაიცავს ყველა ოპოზიციურ ხმას-გვარამია

როგორ აპირებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ხმების დაცვას? – შესაბამისი პლატფორმის პრეზენტაცია დღეს შედგა. “დაიცავი შენი ხმა, მომავალი შენია” – კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ წარადგინა.

მისი განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3030 უბანზე კოალიციას 4 000-ზე მეტი დამკვირვებელი ეყოლება.

გარდა ამისა, 26 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც წინასწარი მონაცემები გახდება ცნობილი, ამოქმედდება საიტი 2024ELECTION.GE.

“წინასწარი შედეგები ეს არის ხმის მთვლელი აპარატისგან ამოსული მონაცემები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების არჩევანს პროპორციულად ანაწილებს და ამ პლატფორმის მეშვეობით, ამ ჩეკებს გამოვფენთ ამ პლატფორმაზე და საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ჩეკების ატვირთვის შემდეგ, მიიღოს დათვლილი ინფორმაცია.” აღნიშნა თენგო თევზაძემ.

2024ELECTION.GE-ზე ყოველწუთობრივი განახლებით აიტვირთება ყველა დათვლილი უბნიდან საარჩევნო ჩეკები.

პირველად საქართველოს ისტორიაში ვიკრიბებით, არა მხოლოდ ვინც ხმებს მოიტანს, არამედ დაიცავს ყველა ოპოზიციურ ხმას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“, ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც დარჩა, ეს არის 26 ოქტომბერს გამარჯვების გაფორმება.

„პირველად საქართველოს ისტორიაში ვიკრიბებით, არა მხოლოდ ვინც ხმებს მოიტანს, არამედ დაიცავს ყველა ოპოზიციურ ხმას. ჩვენ აქ ვართ ადამიანები, ვისაც სამშობლო და ნომერი ოთხი გვაერთიანებს, ხალხი ვისაც გვაერთიანებს არა მხოლოდ ჩვენი არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის ნომერი, სწორედ ამიტომ დავიცავთ თითოეულ ხმას, რომელიც იქნება ოცნების წინააღმდეგ.

პირველ რიგში, კი არ უნდა შემოვხაზოთ, არამედ გავაფერადოთ ჩვენი არჩევანი. ძალიან დიდი რუდუნების, შრომისმოყვარეობით გარდა წინასაარჩევნო კამპანიისა ყოველდღე ითვისებთ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ და დავიცვათ ხმები. ჩვენ მივდივართ ევროპაში და ერთადერთი, რაც დარჩა არის ამ არჩევანისა და გამარჯვების გაფორმება 26 ოქტომბერს. წარმატებები ოპოზიციას, ეს წარმატება არის საერთო, ჩვენი სამშობლოსი და ეს წარმატება გვეუბნება მხოლოდ ერთს მომავალი ჩვენია“, – განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button