მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პირველი არხის ნაცემი ოპერატორი გადაადგილებას ისევ ვერ ახერხებს ცალ თვალში მხედველობაც დაკარგა

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიერ ნაცემი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორი ილიკო თვალიაშვილი ცალი თვალიდან ამ დრომდე ვერ ხედავს. ის მკურნალობას სახლში განაგრძობს.

“ეს ადამიანი, რომელმაც მე მცემა და რომლებმაც მე მცემეს, აბსოლიტურად არცერთი არ მიცნობდა. არცერთმა არ იცის მე ვინ ვარ, ან ის ადამიანები ვინ არიან ვისზეც ცდილობდნენ ცდილობდნენ, რომ ეძალადათ, ვინც დააზიანეს, რა ტექნიკაც დაამტვრიეს, არ იცოდნენ რომელ ტელევიზიას რა ეკუთვნოდა.
ფიზიკურად ვერ გადავაადგილდები, წოლითი რეჟიმი მაქვს, მარჯვენა თვალში ნორმალურად ვიხედები, თუმცა მიჭირს მხედველობა, მაგრამ მარცხენა თვალში საერთოდ ვერ ვიხედები, ვერ ვხედავ ვერაფერს, თვალი გახელილი მაქვს, თუმცა ვერ ვხედავ ვერაფერს, სინათლეზე ისევ რეაქცია მაქვს, ცრემლები, თავის ტკივილი”, – ამბობს ილიკო თვალიაშვილი.

ამ დრომდე კლინიკაში რჩება “ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტი, გიორგი ნიკოლაშვილი, რომელსაც ტვინში ჰემატომა და თავის არეში ტკივილები აქვს.

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ მედიას. დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი ,მათგან ერთი, სასტიკად ნაცემი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button