კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პირველი არხის ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

პირველი არხის ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. საქმე ეხება 5 ივლისს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის ცემის ფაქტს, რომელსაც თვალები დაუზიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა გ.წ.-მ რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ილია თვალიაშვილს 5 ივლისს მოძალადე ჯგუფებმა სცემეს, ასევე, მას თვალებში გაურკვეველი ხსნარი შეასხეს რამაც თვალების დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button