პირველი ლაბორატორია კახეთში, სადაც ნიადაგს შეისწავლიან

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ლაბორატორია გახსნა.

კვლევითი ცენტრი თელავის რაიონის მოსახლეობას და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის ნიადაგის ქიმიურ კვლევებს 10 თვის განმავლობაში ჩაატარებს.

ითქვა, რომ ასეთი კვლევები კახეთში რამდენიმე ათეული წელია არ განხორიელებულა.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ლაბორატორიისთვის გამოყოფილმა თანხამ 35 ათას ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში ნიადაგის ქიმიური კვლევა თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და დაინტერესებული პირებისთვის უფასო იქნება.

ლაბორატორიის პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენებიც ესწრებოდნენ.

მოუსმინეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს და უნივერსიტეტის რექტორს ირმა შიოშვილს

მსგავსი პოსტები

Back to top button