პირველი ნულოვანი ფრე სევილიაში და შიკის დუბლი გლაზგოში. #ევრო2020 მიმოხილვა

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ჯერ კიდევ ფინალური ეტაპის პირველ წრეზეა. A ჯგუფში იტალიამ თურქებს დამაჯერებლად მოუგო ანგარიშით 3:0 და გასაკვირიც არაა, რომ ჯგუფის სათავეშია. აქვე, შვეიცარია და უელსი 1:1 დაზავდნენ და მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ.
B ჯგუფი კრისტიან ერიკსენის ავადმყოფობით სკანდალური გამოდგა. ამ თამაშში ფინეთმა დანია 1:0 დაამარცხა და მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციას გოლების უპირატესობით ბელგია იკავებს. სანკტ-პეტერბურში ბელგიელებმა რუსებს მშრალი ანგარიშით 3:0 მოუგეს.
C ჯგუფში გამორჩეული იყო ნიდერლანდების და უკრაინის თამაში, როცა შევჩენკოს გუნდი ქამბექთან ახლოს იყო. ამსტერდამში სენსაცია არ შედგა. ამ დროისთვის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი უკრაინელებთან, ჰოლანდიელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. მეორე შეხვედრაში ავსტრიელებმა ჩრდილოეთ მაკედონიას ანგარიშით 3:1 სძლიეს.
D ჯგუფის პირველი შეხვედრა ლონდონში გაიმართა. ინგლისმა ხორვატიას უმასპინძლა და დაძაბული თამაშის შედეგად გარეთ საუთგეიტის გუნდმა ბალკანელები მიზერული ანგარიშით: 1:0 დაამარცხა.
D ჯგუფში გლაზგოში გამართული შეხვედრა მასპინძელთა დამარცხებით დასრულდა. ჩეხმა პატრიკ შიკიმ შოტლანდიელებს დუბლი შეუსრულა.
E ჯგუფში სანკტ-პეტერბურგის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში კაცნაკლულ პოლონეთს სლოვაკებმა 2:1 მოუგეს. სევილიაში კი ესპანეთმა შვედეთს, უდიდესი უპირატესობის მიუხედავად ვერაფერი მოუხერხა. მატჩი ნულოვანი ფრით დამთავრდა.