პირველი ქართული დუბლი სერია A-ში [Video]

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლევან მჭედლიძის “ემპოლი” “სან სიროზე” “ინტერს” ესტუმრა და 3:4 დამარცხდა.

ამ შეხვედრაში 25 წლის ქართველმა 90 წუთი ითამაშა და მეტოქის კარში დუბლი შეასრულა. ლევანმა ჯერ თავურით გაიტანა ახლო მანძილიდან, შემდეგ კი ახლო კუთხეში შეაგდო.

მჭედლიძემ ჩემპიონატი 4 გოლით დაასრულა, ეს მისი პირველი დუბლია სერია A-ში. აქამდე ქართველ ფეხბურთელს სერია A-ში დუბლი არ შეუსრულებია.

კახა კალაძემ იტალიურ კარიერაში ჩემპიონატში ჯამში 13 გოლი გაიტანა, თუმცა დუბლი არ შეუსრულებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button