პირველი სამოდელო კონტრაქტი 95 წლის ასაკში [Photo]

ეს ქალბატონი მსოფლიოში პირველი ხანდაზმული მოდელი გახდა და ახალი პროფესია მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

95 წლის ბრიტანელი ჯეინ უითლოკის კარიაერა 10 კვირის წინ დაიწყო, როდესაც მან ხელი თავის პირველ სამოდელო კონტრაქტს მოაწერა.

ქალბატონმა ჯეინმა ახალი სამსახური შვილის წყალობით იშოვა, როდესაც 69 წლის გლორიამ მოდელობა გადაწყვიტა და სააგენტოში დედამისთან ერთად გადაღებული სურათები მიიტანა. ორივე ქალბატონი სააგენტოში სამუშაოდ სიამოვნებით მიიღეს და ახლა ისინი რეკლამას ბრიტანელი დიზაინერის – კატრიონა სტიუარტის ტანსაცმელს გაუწევენ.

“ვიფიქრე, მხოლოდ სამკაულების რეკლამაში გადამიღებდნენ. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ლატექსის ტანისამოსში მომიწევდა პოზირება. მაგრამ არაფერს შევუშინდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალებს სამოდელო კარიერის დაწყება ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ”, – განაცხადა უხუცესმა მოდელმა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ქალბატონი ჯეინი ფაბრიკაში მუშაობდა, სადაც სამხედრო ამუნიციას კერავდნენ. და ამ ურთულეს პერიოდშიც კი იგი კუპონებს აგროვებდა, რათა უკანასკნელ მოდურ ტრენდებს არ ჩამორჩენილიყო. მას მშვენივრად ახსოვს ბრიტანეთის მონარქი გეორგ VI და დედოფალ ელისაბედ II გამეფება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”20503″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button