პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია შეძლებენ თუ არა 5 წლის ბავშვები წელს სწავლის დაწყებას.
პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა ოპოზიციის ინიციატივა, რომელიც 6 წლამდე ბავშვებისთვის შეღავათებს ითვალისწინებს.
მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი ამ იდეას ემხრობა, თუმცა უმრავლესობის ნაწილის ინფორმაციით, კანონს ფინანსების სიმცირის გამო არ მიიღებენ.
რეგისტრაციის პროცესი ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება.
თამარ სანიკიძე-ხმა